მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის გასაპროტესტებლად მთავრობის ადმინისტრაციაში პერფორმანსი მოაწყვეს

მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი უნდა გამართულიყო, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა 5 ივლისს დაფიქსირებული ძალადობის გასაპროტესტებლად პერფორმანსი მოაწყვეს.

მედიის წარმომადგენლები სამთავრობო ტრიბუნასთან, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გეგმავდა განცხადების გაკეთებას, „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ განაცხადა, მაშინ, როდესაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დღეს კრძალავენ, არავის აქვს მორალური უფლება ტრიბუნასთან იდგეს.

"თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში. ის არის მოძალადე პრემიერ-მინისტრი და დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, დამნაშავეები, რასაკვირველია, უნდა დაისაჯონ,“- განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს, მედიის წარმომადგენლების პერფორმანსის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იზიარებს დანაკარგის სიმძიმეს და უერთდება ჯანსაღ და სამართლიან მოძრაობას, ამ ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.

„დღევანდელი დღე ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის. ჯანდაცვის სამინისტროს სახელით მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტის გამო, მივუსამძიმრო მის ოჯახს. ძალიან მძიმე დანაკარგია და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იზიარებს ამ დანაკარგის სიმძიმეს, ისევე, როგორც უერთდება იმ ჯანსაღ და სამართლიან მოძრაობას, ამ ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. ძალიან მძიმე დღეა დღეს ყველასთვის და იმედი მაქვს, საღი აზრი ამ ქვეყანაში ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთიანი კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სიტუაციიდან ვნახოთ და დავუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების პროცესებს. ეს ყველას მოლოდინია და როგორც ამას ქართული საზოგადოება ელოდება,“- განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო:ჟურნალისტების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში - დღეს "ტვ პირველის" ოპერატორს დაკრძალავენ

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით