ოპერატორებმა ლექსო ლაშქარავას „კამერების კორიდორი“ მოუწყვეს - კოლეგები გარდაცვლილ ოპერატორს ტაშით დაემშვიდობნენ

სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს. სახლიდან გამოსვენების შემდეგ ლექსო ლაშქარავას ცხედარი სწორედ კოლეგების მიერ გაკეთებულ დერეფანში გაატარეს. გარდაცვლილ ოპერატორს კოლეგები, ახლობლები და დაკრძალვაზე მისული სხვა პირები ტაშით დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და რომელიც ფიზიკური ძალადობის დროს დაუმსხვრიეს.

დღეს ოპერატორის ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რამდენიმე სასულიერო პირმა და დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ლექსო ლაშქარავას მამის გვერდით კრძალავენ.

იხილეთ ვიდეო:ოპერატორებმა ლექსო ლაშქარავას "კამერების კორიდორი" მოუწყვეს - კოლეგები გარდაცვლილ ოპერატორს ტაშით დაემშვიდობნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა