საია-ს თავმჯდომარე - ჩავთვალოთ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი აქციაზე მიღებული დაზიანებები არ იყო, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობას რამენაირად ამცირებს? პასუხისმგებლობას ხსნის იმისგან, რომ 50-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო დაზიანება?

ხელისუფლება ცდილობს იმას, რომ პასუხისმგებლობა მოიშოროს. მას სურს გაწყვიტოს კავშირი 5 ივლისის მოვლენასა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას შორის , - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, გამოძიებასთან მიმართებით კითხვის ნიშნები ჩნდება მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების დასრულებამდე „რაღაცებს გვიმტკიცებს“.

„ხელისუფლება ცდილობს იმას, რომ პასუხისმგებლობა მოიშოროს. მას სურს გაწყვიტოს კავშირი 5 ივლისის მოვლენასა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას შორის. ცდილობს, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აირიდოს. ჩავთვალოთ, რომ ლექსოს გარდაცვალების მიზეზი არ იყო აქციაზე მიღებული დაზიანებები, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობას რამენაირად ამცირებს? ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხსნის იმისგან, რომ 50-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო დაზიანება?

იქ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთი მტკიცებით ფორმით ჯერ კიდევ გამოძიების დასრულებამდე რაღაცებს გვიმტკიცებს ხოლმე, იმ გამოძიებებთან მიმართებაში ყოველთვის ჩნდება კითხვის ნიშნები. რეალურად, როდესაც რაღაც არის გამოსაძიებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ასე სწრაფად ვერ მოქმედებს.

ძალადობის ფაქტებთან მიმართებაში ვნახეთ, რომ მოხდა ძალადობა, თავდასხმა, ეს ყველაფერი ჯგუფურად იყო გაკეთებული და ამ შემთხვევაში, შსს-ს ასეთი სწრაფი რეაგირება არ ჰქონია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აჩენს“ , - ამბობს სიმონიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს