საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების სხდომები, რომელიც დღეისთვის უნდა გამართულიყო, არ ჩატარდება

საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების სხდომები, რომელიც დღეისთვის უნდა გამართულიყო, არ ჩატარდება.

ბიუროს მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის გრაფიკის მიხედვით, პროექტი 15 ივლისს ოთხ ფრაქციას - „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფსა“ და „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" უნდა განეხილა, თუმცა არსებული ინფორმაციით, არც ერთი ფრაქცია დღეს შეკრებას და ბიუჯეტზე მსჯელობას არ აპირებს.

ამავე გრაფიკით, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ხვალ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც საბიუჯეტო ცვლილებები სესიაზე გავა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს