ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დამატებითი IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შექმნილი შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეებს 15:00 საათიდან „ფაიზერზე“ რეგისტრაცია უნდა დაეწყოთ, შეფერხებით მუშაობს. შესაბამისად, აცრის მსურველები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. საქართველოში „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა დღეს შემოვიდა. აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ