ალეკო ელისაშვილი - ყველა ვხედავთ, მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით რომ მიდის - ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს დაარღვიოს

ყველა ვხედავთ, მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით რომ მიდის - ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს, დაარღვიოს. ჩვენ პატიოსნად მივყვებით, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში კარგია, რომ შარლ მიშელი ჩამოდის.

„შარლ მიშელისა და ელჩების მხრიდან ადრეც ითქვა, რომ ერთია შეთანხმება და მეორეა, განხორციელება. ყველა ვხედავთ, შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით რომ მიდის - ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს დაარღვიოს. ჩვენ პატიოსნად მივყვებით. „ლელომ“ შეთანხმებას ხელი მოაწერა და საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს. „ქართულ ოცნებას“ როგორც კი წაუყრუებ, იმ წამსვე არღვევს, მაგალითად, მოსამართლეების ნაწილში,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა