შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, 5-6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორების დასჯა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსფარანტები სახელწოდებით „დაისაჯოს მოძალადე” ეჭირათ, რომელზეც მეუფე სპირიდონი, მეუფე ანტონი და „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები იყვნენ გამოსახული.

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „მთავარი არხის” ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის განცხადებით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ აქციის ორგანიზატორები დააკავონ, „ის ადამიანები, ვინც გასცემდნენ ბრძანებას და ახდენდნენ მოძალადე ჯგუფების გადაჯგუფებას“.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ჟურნალისტები საქართველოს პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ, რომლითაც „ალტ-ინფოს” წამყვანებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

„პროტესტი არ გაჩერდება, ხელისუფლების წარმომადგენლები სულ წნეხის ქვეშ იქნებიან, ასევე გვინდა პროკურატურას მივმართოთ განცხადებით, ხომ არ დაუწყიათ გამოძიება „ალტ-ინფოსთან” დაკავშირებით, რომელთა განცხადებებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუ არ აქვთ დაწყებული განცხადების ხელმომწერი მედიები მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება და სამართალდამცავებმა შეისწავლონ „ალტ-ინფოს” საქმიანობა”, - აღნიშნა ნათია ტრაპაიძემ.

იხილეთ ვიდეო:შსს-თან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა