გურამ მაჭარაშვილი - 19 აპრილის შეთანხმებას ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე თანმიმდევრულად მივყვებით

როგორც მართლმსაჯულების განვითარებას, ასევე 19 აპრილის შეთანხმებას ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე თანმიმდევრულად მივყვებით, - ასე ეხმიანება აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს აუხნიან, თუ რა თანმიმდევრობით ხორციელდება შეთანხმების შესრულება. მაჭარაშვილი განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები გაზაფხულზე იმ რეკომენდაციების შესაბამისად მიიღეს, რომელიც ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს ჰქონდა. მისივე თქმით, გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებაში არსებული მითითება გასაჩივრების ვადებთან და ახალი კანდიდატებისთვის განცხადებების შეტანის საშუალების მიცემასთან დაკავშირებით.

“გასაგებია მათი რეკომენდაციები. ოპოზიციას მინდა შევახსენო, პარტნიორები არაერთგზის გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ პარლამენტში ისინი არ ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციებს, “ნაცმოძრაობა” დღემდე არ აწერს შეთანხმებას ხელს და ამით უგულებელყოფენ მათ მოწოდებებს. ჩვენ როგორც მართლმსაჯულების განვითარებას, ასევე 19 აპრილის შეთანხმებას ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე თანმიმდევრულად მივყვებით. ამავდროულად, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, პარლამენტი და კონსტიტუციური ორგანოების წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მათ შორის სასამართლო სისტემა დავაკომპლექტოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პატრნიორი და დასავლელი პარტნიორები არ არიან დაინტერესებული იმაში, რომ საქართველო-ამერიკისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას რამე სახის ზიანი მიადგეს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან ახსნილი იქნება ის თანმიმდევრობა, რითაც ამ შეთანხმების შესრულებას მივყვებით,” - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი