გიორგი ხვედელიანი - შარლ მიშელი იმისთვის ჩამოდის, რომ ხელისუფლებას ელაპარაკოს -  „გადაგდებაზე" პასუხი უნდა გასცენ

„ქართულ ოცნებას“ განცდა აქვს, რომ შეუძლია, საერთაშორისო თანამეგობრობას რაღაცაზე შეუთანხმდეს და 1 თვეში „გადააგდოს“ - შეთანხმება თვენახევარში ირღვევა, ეს იოლი გასეირნება „ქართული ოცნებისთვის“ არ იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის ერთი არჩვენების გადაგორება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეუძლია სახელმწიფო ინტერესი „ფეხებზე დაიკიდოს“.

„ქართულ ოცნებას“ განცდა აქვს, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას, საზოგადოებას რაღაცაზე შეუთანხმდება, მაგრამ შეუძლია 1 თვეში „გადააგდოს“. ასეთი განცხადება მინიშნება პირდაპირ სანქციებზე აქამდე არ ყოფილა. მიიღეს, რაც მიიღეს და ამ საქმეს სახუმაროდ ნამდვილად არ მივიჩნევ. აქ ლაპარაკია ქვეყნის იმიჯზე, რეპუტაციაზე. ჩვენ ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომლისთვისაც ერთი არჩევნების გადაგორება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეუძლია „ფეხებზე დაიკიდონ“ სახელმწიფო ინტერესი. ესაა რასაც პრემიერ-მინისტრი ასხივებს.

მიშელი იმისთვის კი არ ჩამოდის, რომ ოპოზიციას რამეზე ელაპარაკოს, მიშელი ჩამოდის იმისთვის, რომ ხელისუფლებას ელაპარაკოს. რაღაცას რომ ხელი მოაწერეს, თვენახევარი რომ გავიდა და საპირისპირო გააკეთეს, სასამართლოში კლანი გააძლიერეს - „გადაგდებაზე" პასუხი უნდა გასცენ.

შეთანხმება განხორციელდა და ეს შეთანხმება თვენახევარში ირღვევა, ეს იოლი გასეირნება „ქართული ოცნებისთვის“ არ იქნება. თუ ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას თავზე დაახია, ღირს საერთოდ ამ პარლამენტში ყოფნა?! თუ ჭკუაზე არ მოვიდა, ირაკლი ღარიბაშვილი არ ჩამოაშორა მართვის სადავეებს - რაზეა საუბარი“, -განაცხადა ხვედელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა