დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისის მოვლენებისას პრაიდის მოწინააღმდეგე აქციის წევრებს მოუწოდებდა: „ვალდებულები ხართ იძალადოთ!“, ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა.
დეკანოზის უფლებადამცველის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მამაოს მხრიდან ძალადობისკენ არანაირი მოწოდება არ ყოფილა და ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაცია იყო.
„თქვენ მიერ ამოღებული იქნა მხოლოდ სიტყვა ძალადობა. 10- წუთიანი გამოსვლა იყო იქ და იმ გამოსვლაში არ იყო არანაირი მოწოდება ჟურნალისტების შეურაცხყოფისკენ. შევდივართ სამმართველოში გამოკითხვაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
ცნობისთვის, 5 ივლისს „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას დეკანოზმა სპირიდონმა განაცხაა, რომ ისინი ვალდებულები არიან იძალადონ.
„არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“- განაცხადა დეკანოზმა სპირიდონმა სიტყვით გამოსვლისას.