ანა წითლიძე - უმრავლესობა მანდატურების დახმარებით, შეეცადა ჩვენს გამოძევებას სხდომიდან

რაზე უნდა ილაპარაკოს გომელაურმა მაშინ, როდესაც ადამიანია დაღუპული და დამნაშავეები რეალურად არ არიან დაკავებულები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შესვლას და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენას არ აპირებენ.

„გავშალეთ ლექსოს პლაკატები და უმრავლესობა, მანდატურების დახმარებით, შეეცადა ჩვენს გამოძევებას სხდომიდან. ჩვენ ვთქვით, რომ გომელაურს არ აქვს მორალური პასუხისხმგებლობა, იდგეს ასე მშვიდად მაშინ, როდესაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს და ადამიანი გაიმეტეს სასიკვდილოდ. რაზე უნდა ილაპარაკოს გომელაურმა მაშინ, როდესაც ადამიანია დაღუპული, მაშინ როდესაც დამნაშავეები რეალურად, არ არიან დაკავებულები. ჯერჯერობით, არ ვაპირებთ, რომ შევიდეთ და მოვუსმინოთ მას, რადგან ჩვენ გომელაურს ვიბარებდით მანამდე, ორი დღით ადრე“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა