ბადრი ჯაფარიძე შს მინისტრისგან „ლელოს“ დაკავებული წევრების - თაზო დათუნაშვილისა და გრიგოლ გეგელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

დააკავეს „ლელოს“ ორი წევრი: გეგელია და დათუნაშვილი. მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საშვებით შემოდიოდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძემ მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ გათავისუფლდნენ „ლელოს“ წევრები.

ახლა დააკავეს „ლელოს“ ორი წევრი: გეგელია და დათუნაშვილი. მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საშვებით შემოდიოდნენ პარლამენტში. მინისტრი აქ იმყოფება. ვთხოვ, დაუყონებლივ გაათავისუფლონ იმიტომ, რომ ადამიანები შემოდიოდნენ საშვებით. სხვა დანაშაული მათ არაფერი არ მიუძღვით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა