უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ

საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე - იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო მათი განცხადების გარეშე გაათავისუფლეს. ბასილაიას შეფასებით, ეს ლუსტრაციაა იმისა, რომ პატიმრები თვეების განმავლობაში ციხეში უკანონოდ ისხდნენ.

შეწყალების აქტის გამოცემის საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„იყო უკანონო გადაწყვეტილება მიღებული, ისინი პოლიტიკურ პატიმრებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ფაქტობრივად, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ეს ადამიანები გაეთავისუფლებინა. წინ ამას უძღოდა ის, რომ მხოლოდ უკრაინელებს შესთავაზეს შეწყალება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს, უკვე იძულებული გახდა ქართული მხარე, რომ სამივე მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინა, რაც ლუსტრაცია და მაჩვენებელია იმისა, რომ ეს ხალხი ამდენი თვის განმავლობაში ციხეში უკანონოდ იყო“, - განაცხადა ბასიალიამ „მთავართან“ საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 28 ნოემბერს დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა