ფრიდონ ინჯია - მიშელთან განვაცხადე, რომ ელჩების მიერ ხელმოწერილი წერილი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლაა - ეს არის შეურაცხყოფა კონსტიტუციის და ჩემი, როგორც მოქალაქის

მიშელთან ჩემს მიერ იქნა გაცხადებული, რომ ელჩების მიერ ხელმოწერილი წერილი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლაა, მე მიმაჩნია, რომ ეს არის შეურაცხყოფა კონსტიტუციის და ჩემი როგორც მოქალაქის , - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან „ევროპელი სოციალისტების“ შეხვედრა შეაჯამა და მას "კონსტრუქციული" უწოდა.

მისი თქმით, მათ განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრაზე გაამახვილეს "საქართველოს სუვერენული უფლებების დაცვაზე", კერძოდ ინჯიას განცხადებით, მემორანდუმები ან შეთანხმებები არ შეიძლება იდგეს უმთავრეს კანონზე - ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა და წარმოადგენდეს ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაგებით მოეკიდა ყველა ჩვენს მიერ გამოთქმულ აზრს და არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. პირიქით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოს კეთილდღეობით და არ აპირებენ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.

მათ განცხადებებს, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და საქართველო რჩება ევროპის აქტიურ პარტნიორად და მოკავშირედ.

ასევე, ჩემს მიერ იქნა გაცხადებული, რომ ჩვენ მიგვაჩნია ზეწოლად ელჩების მიერ ხელმოწერილი წერილი საქართველოს ხელისუფლებისადმი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის შეურაცხყოფა კონსტიტუციის და ჩემი როგორც მოქალაქის, როდესაც სხვა ქვეყნის ელჩები ეუბნებიან მთავრობის თავმჯდომარეს ან პარლამენტს სასამართლოს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტებს თუ რა უნდა გააკეთონ.

შარლ მიშელის მემორანდუმი, ეს არის რეკომენდაცია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს კონსტიტუციაზე მაღლა. შარლ მიშელის მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდეს პარლამენტის მუშაობა, უნდა გაჩერდეს სასამართლოს მუშაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მაღლა უნდა იდგეს კონსტიტუციაზე, რომელიც 100 წლისაა", - განაცხადა ინჯიამ.

მისივე თქმით, მათი პარტიის ხედვა, რომელიც მან წარადგინა, მიშელთან შეხვედრაზე, სრულად იყო გაზიარებული და მისგან და ევროკავშირის ელჩისგან არანაირი შენიშვნა არ მიუღიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა