ე.წ. საგარეო უწყება - აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო ყოფნა, რამაც ასე შეაწუხა ვლადიმერ ზელენსკი, ორმხრივი ხელშეკრულებებით რეგულირდება და არანაირად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას

აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო ყოფნა, რამაც ასე შეაწუხა ვლადიმერ ზელენსკი, რეგულირდებააფხაზეთ-რუსეთის ორმხრივი ხელშეკრულებებით, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არანაირად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას, მითუმეტეს უკრაინას, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც დე ფაქტო „უწყება“ ვლადიმერ ზელენსკის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მათივე თქმით, გამოცანად რჩება ისიც, რა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტს მხედველობაში, როდესაც ის აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღევებზე საუბრობდა.

”ზელენსკის ღიად პროვოკაციული პოლიტიკა დონბასის რესპუბლიკის მიმართ, რაც განსაკუთრებით აშკარად გამოიკვეთა ამ წლის გაზაფხულზე, როდესაც კიევმა განზრახ სცადა საომარი მოქმედებების პროვოცირება, ნათლად აჩვენებს, თუ რა მიდგომა აქვთ ზელენსკის გუნდს კონფლიქტების მოგვარების მიმართ”, - აცხადებენ ე.წ. „სამინისტროში“.

მათივე თქმით, ამგვარი ტაქტიკის გამოყენების მცდელობები აფხაზეთთან დაკავშირებით "მიუღებელია და მკაცრად იქნება აღკვეთილი".

„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინისა და საქართველოს ლიდერებს შეახსენებს, რომ დაპირისპირებაზე ფსონის დადებას წარმატების შანსი არ აქვს, მიღწეული შეთანხმებების გადახედვასა და კოორდინირებული გადაწყვეტილებების დაბლოკვას პერსპექტივა არ გააჩნია. სანამ რევანშზე უარის თქმა და არსებული პოლიტიკური რეალობის მიღება არ მოხდება, შეუძლებელი იქნება სრულმასშტაბიანი დარეგულირების პროცესის დაწყება”, - აცხადებენ ე.წ. „სამინისტროში“.

მათივე თქმით, ”ყველა სხვა პოლიტიკური მანევრები“ სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის მოგვარების თავიდან აცილების მცდელობები.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო