ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორც შეთანხმებაში ეწერა - თუ სხვანაირად ფიქრობენ, მზად ვართ, დავსხდეთ და დეტალურად ვისაუბროთ

ჩვენ ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორც შეთანხმებაში ეწერა - თუ სხვანაირად ფიქრობენ, მზად ვართ, დავსხდეთ და დეტალურად ვისაუბროთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამხარაძის თქმით, შარლ მიშელს არ ეთანხმებიან იმაში, რომ პროცედურები, რომლის საფუძველზეც მოსამართლეთა არჩევა მოხდა, არ არის ის, რაც შეთანხმებული იყო.

პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ პირობითობა, რომელიც მაკროფინანსურ სესხს ეხება, დიდი ხანია არსებობს.

„ეს ახალი პირობა არ არის და ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე გაჩნდა. საუბარი არ არის მხოლოდ მოსამართლეების არჩევაზე, საუბარია მეწარმეთა კანონის მიღებასა და სხვა საკითხებზე. გასულ წელს, როცა ეს საკითხი განიხილებოდა, იქ ეწერა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმის იმედი გვაქვს, რომ ამ თემაზე ევროპელ კოლეგებთან დამატებით ვისაუბრებთ. შარლ მიშელმა თქვა, რომ სასამართლოზე მიღებული გადაწყვეტილება სრულად არ ასახავს შეთანხმებას. მოდით, დეტალიზაციაში ნუ ჩავალთ... შეთანხმებაში რაც წერია თანმიმდევრულად, ზუსტად ასე იყო განხორციელებული", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა