ალეკო ელისაშვილი - როგორც მერს, კალაძეს ნულის ფასი აქვს, თუმცა, ამ გადასახედიდან არ ჩანს მეტოქე ოპოზიციიდან, ვინც რეალურად ბრძოლას გაუმართავდა მას

კახა კალაძე, როგორც შოუმენი, ნიჭიერი გამოდგა, კარგად ეხერხება პოზირება კამერებთან და სელფის ჯოხებთან, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად, ოპოზიციაში არ ჩანს კანდიდატი, რომელიც კალაძეს კონკურენციას გაუწევს.

„როგორც მერს, ჩემი შეფასებით, კალაძეს ნულის ფასი აქვს. ერთადერთი რაც გააკეთა, უფრო მეტი ავტობუსი იყიდა და ამას დაარქვა რეფორმა. დანარჩენი ამ ქალაქში არაფერი სასიკეთოდ არ შეცვლილა.

თუმცა, ამ გადასახედიდან არ ჩანს მეტოქე ოპოზიციიდან, ვინც რეალურად ბრძოლას გაუმართავდა კალაძეს. მერე რა შეიცვლება არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე ლაპარაკი არის ზღაპარი და არც არავინ ჩანს გამოკვეთილად კანდიდატი, ვისაც შეიძლება ოპოზიციურმა ელექტორატმა მისცეს ხმა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

იქნება თუ არა თავად თბილისის მერობის კანდიდატი, როგორც ელისაშვილი აცხადებს, „მოქალაქეების" გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი