გია ვოლსკი - მე არ მგონია, რომ დიდად ეთიკურია სამუშაო მაგიდაზე შეხტომა და საერთოდ ის ატმოსფერო, რომლის დამკვიდრებას ზოგიერთი დეპუტატი ცდილობს

მე არ მგონია, რომ დიდად ეთიკურია სამუშაო მაგიდაზე შეხტომა და საერთოდ ის ატმოსფერო, რომლის დამკვიდრებას ზოგიერთი დეპუტატი ცდილობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეთიკის საბჭოში ქალი დეპუტატების მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე საჩივრის წარდგენას.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ სწორედ ის პერფორმანსებია აგრესიული, რომელსაც ოპოზიცია წარმოადგენს და საზოგადოება ამით დაიღალა.

„თუკი, ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, ეს არის ქართული საზოგადოება, რომელიც დაიღალა ამდენი აგრესიის ყურებით. აგრესია ზღვარგადასული მათ შორის, ასეთი კონკრეტული მოქმედებებით, რომელსაც რატომღაც პერფორმანსი ეწოდება, არის ის, რაც პარლამენტს ახასიათებს დღეს და არავინ ყურადღებას არ აქცევს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თუ ის კანონი თუ კანონის პროექტი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა