პარლამენტის კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იქმნება

კულტურის კომიტეტთან, დარგში მრავალმხრივი რეფორმების განსახორციელებლად, საკითხების სიღრმისეულად შესასწავლად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

„საბჭო უზრუნველყოფს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და გაანალიზებას, მათი დაძლევის გზების, ახალი შესაძლებლობების და სამომავლო გეგმების დასახვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე 30 ივლისს საკონსულტაციო საბჭოს მომავალ წევრებთან გაცნობით შეხვედრას გეგმავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა