ბადრი ჯაფარიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის კიდევ ერთი შეგონება მმართველი ძალის მიმართ, რომ მათი ნაბიჯები ანგრევს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის კიდევ ერთი შეგონება მმართველი ძალის მიმართ, რომ მათი ნაბიჯები ანგრევს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის ანალიზს გამოეხმაურა.

მისი თქმით, დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები არის დიდი გამოწვევა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის.

„ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორი მერამდენად მოუწოდებს, შეაგონებს ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, ეს აფრთხობს ინვესტორებს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. ნაცვლად იმისა, რომ გამოყენებულიყო შეთანხმება, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მედიაციით იქნა მიღწეული, უხეშად დაირღვა ის მოსართლეების დანიშვნის ნაწილში. სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ მიუთითა, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა წარმოადგენს დიდ პრობლემას ქვეყნისთვის და ინვესტორებისთვის.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, (რაზეც ასევე საუბარია ანგარიშში), აშშ სრულად არის ინფორმირებული და პოზიცია, რომელიც გამოხატულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ეს არის პოზიცია, რომელიც აქვს აშშ-ის ამ პროექტისა და მისი შეჩერების მიზეზებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა