ირაკლი კოვზანაძე - წლიდან წლამდე ვამტკიცებთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-ს, წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი გადახრით გვაქვს შედეგი

ჩვენ წლიდან წლამდე ვამტკიცებთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%, წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი გადახრით გვაქვს შედეგი, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიურ ანგარიში მოისმინეს.

თანამომხსენებლის თქმით, მნიშვნელოვანია ინფლაციის მაჩვენებლის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკით დადგენილი თარგეთის ფარგლებში შენარჩუნება.

„ეროვნული ბანკის საქმიანობა მიზანშეწონილია ატარებდეს წინმსწრებ და არა შედეგებზე რეაგირების ხასიათს“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა მაღალ ინფლაციაზე, მკვეთრად გაუფასურებულ ლარზე.

ხაზი გაუსვა, რომ ლარის კურსზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, ისევ როგორც გაზრდილ ფასებზე. მან საპარლამენტო ტრიბუნიდან ეროვნულ ბანკს კიდევ ერთხელ შეახსენა მისი მთავარი ფუნქციები. გარდა ამისა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე წარმოდგენილი დასკვნის გამო გააკრიტიკა.

„შარშან დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა დაარღვია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნა - მისი მხრიდან დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა. დასკვნა მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წერილობითი შეხსენების შემდეგ წარმოადგინეს, შედეგად დეპუტატებს არ მიეცათ საშუალება სრულფასოვნად განეხორციელებინათ საკუთარი მოვალეობა“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დოკუმენტი ფორმალურად შეაფასა „ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის დასკვნა ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მასში არ იყო პირდაპირი საუბარი იმ ფისკალურ და მონეტარულ რისკებზე და გამოწვევებზე რის წინაშეც დადგებოდა (და ფაქტია დადგა კიდეც) ჩვენი ეკონომიკა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა