ანონსი  23 ივლისი

23 ივლისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

23 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე სასტუმრო „რედისონში“ უწყების სამოქმედო გეგმას 2020-2030 წარადგენს.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1

23 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "სტამბაში" პარტია "ევროპული საქართველოს" ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც პარტიის თავჯდომარე პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელს წარადგენს.

მის: სასტუმრო "სტამბას" ტერასა

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08

23 ივლისს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ამხანაგობა "ოლიმპიური ვარსკვლავის" დამფუძნებელი წევრი ლელა რაზიკაშვილი და დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ოლია ახალაია პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: "მშენებარე ობიექტიდან ფართების მიტაცების მცდელობა და შანტაჟი ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის მხრიდან. მიმართვა პროკურატურას."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

23 ივლისს, 11:00 საათზე, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პროფესიული განათლების საინფორმაციო კამპანია იწყება.

საკონტაქტო: მაიკო ჩიტაშვილი - 593260609

მის: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ

23 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

23 ივლისს, 14:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

23 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამხედრო მოსამსახურეები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან.

მის: დ.უზნაძის 117 ა

საკონტაქტო პირი: ნინო ყულოშვილი 599 742 241

23 ივლისს, 15:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გაიმართება პარტიის წევრის, გიორგი ნონიაშვილის ბრიფინგი.

თემა: თბილისის მერიის განცხადებაზე გამოხმაურება

მის: ბარნოვის 40.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

23 ივლისს 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში აკაკი კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 ივლისს, 19:00 საათზე, მზიურის ამფითეატრში ნინო მანის სადებიუტო რომანის - „ლ" საჯარო წარდგენა გაიმართება.

შეხვედრას დაესწრებიან მწერლები და ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება.

საკონტაქტო: დიანა ინანაშვილი - 577 39 30 31

23 ივლისს, 21:00 საათზე, "ევროპული საქართველოს" თავჯდომარის, გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საერთო ოპოზიციური კოორდინაცია/მერობის კანდიდატი

მის: ხარფუხის შესახვევი 19

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს