რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ქარსელაძე დაიბადა 1978 წლის 28 თებერვალს, ქ. ქუთაისში.

ირაკლი ქარსელაძეს გააჩნია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საჯარო სამსახურში გადასვლამდე, სხვადასხვა დროს, კერძო სექტორში მუშაობდა: „დიპლომატ ჯორჯია“-ში ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის, სს „საქართველოს ლატარიის კომპანია“-ში შესყიდვების, ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორის, სს „ლომისი“- ლუდსახარშ ნატახტრში ლოჯისტიკისა და შესყიდვების დირექტორის და სს „ქართუ ჯგუფი“ -ში საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებზე. კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის საჰაერო და საზღვაო პორტების პროექტის ექსპერტად, სამხრეთ კავკასიის ანტი-ნარკოტიკულ პროგრამაში.

2018 წლის აპრილიდან დღემდე იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ადგილს.

2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

ბატონმა ირაკლიმ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან ხელმძღვანელობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ში საქართველოს ელჩი
დავით ზალკალიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
გიორგი შარაშიძე - ზუსტად ის 89 დეპუტატი, რომელიც გუშინწინ ტაშს უკრავდა რევაზ სოხაძეს, ერთი წლის წინ ტაშს უკრავდა ირაკლი ქარსელაძეს - ყველა სამინისტროში, თბილისის მერიაში ახლაც პროკურატურა უნდა იყოს
კახა კალაძე - ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება - ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია - საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია
გია ვოლსკი - მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, მადლობა ღმერთს, რომ არსებობს რესურსი, არავის არაფერი შეარჩინო - ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ ვინმემ დაუშვას ასეთი გადაცდომა, არ ექნება არანაირი შენდობა, თუ წითელ ხაზს გადასცდება
გიორგი შარაშიძე - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით, 1 წლის წინ, პარლამენტში „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატი ტაშს უკრავდა ირაკლი ქარსელაძეს - პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვრცელდება არა თუ მინისტრის მოადგილეზე და მინისტრზე, არამედ რეჟიმზე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია - პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან
ირაკლი ნადირაძე - დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.09.2025
გიორგი შარაშიძე კალაძეს - კახა, ხომ არ სჯობს აღიარო, რომ ჩვენი პროგრამა მოიპარე?
ლევან ხაბეიშვილი - 150 მილიონი დოლარის შეგროვება დაევალა ირაკლი ქარსელაძეს ბიძინასთვის - თუ იურჩებენ, საგამოძიებოები და „მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც“ მზადყოფნაშია
ვიქტორ ყიფიანი - არსებობს ვერსია, რომ კობახიძის ქვეშ ხდება სისტემის გადაწყობა, მაგრამ ამის დაჯერება მიჭირს, მართვის მანკიერი სისტემა ისეა აგებული, არ მგონია, ივანიშვილის სურვილი იყოს, რომ განზე გადგეს - ღარიბაშვილი და ოპოზიცია ოქსიმორონია
ირაკლი ქარსელაძე - წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში, შეიძლება ითქვას, ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა, რაც გაგრძელდება
რევაზ სოხაძე - კარგად მესმის რამხელა პასუხისმგებლობაა სამინისტროს ხელმძღვანელობა - მადლობა პრემიერს, მთელ გუნდს ნდობისთვის, იმედია, ჩვენი მოღვაწეობა წარმატებული იქნება
ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას რევაზ სოხაძე შეცვლის
ლიეტუვა საქართველოს დასანქცირებული მოქალაქეების 102-კაციან სიას ასაჯაროებს
ინიციატივა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციას და ორ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია
რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება, მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა
კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო