ვიქტორ ყიფიანი - არსებობს ვერსია, რომ კობახიძის ქვეშ ხდება სისტემის გადაწყობა, მაგრამ ამის დაჯერება მიჭირს, მართვის მანკიერი სისტემა ისეა აგებული, არ მგონია, ივანიშვილის სურვილი იყოს, რომ განზე გადგეს - ღარიბაშვილი და ოპოზიცია ოქსიმორონია

არსებობს ვერსია, რომ ირაკლი კობახიძის ქვეშ ხდება სისტემის გადაწყობა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამის დაჯერება ძალიან მიჭირს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მართვის მანკიერი სისტემა ისეა აგებული, არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყოს, რომ ჩამოშორდეს, ჩამოსცილდეს ან აბსოლუტურად განზე გადგეს, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიიდან წავიდოდა თუ არ წავიდოდა, „ამას არსებითი მნიშვნელობა, ალბათ, არ ჰქონდა”.

„ეს არ არის ის წასვლა, რომელსაც შეიძლება ვრცლად გამოეხმაურო და რაიმე შედეგებზე ისაუბრო. ასევე, ღარიბაშვილი და ოპოზიცია, ეს ისეთი ოქსიმორონი და შეუთავსებლობაა, რომ ღიმილის მომგვრელია. არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც ირაკლი ქარსელაძის [წასვლა], მე მაინც, ალბათ, გრიგოლ ლილუაშვილის წასვლა უფრო მენიშნა. გრიგოლ ლილუაშვილი, ჩემი წარმოდგენით, მუხრუჭის ფუნქციას ასრულებდა - რაციონალს და სრულ სიგიჟეს შორის. რა თქმა უნდა, მისი გასვლა პროცესიდან, ბევრად უფრო მანიშნებელია, ვიდრე ღარიბაშვილის, ქარსელაძის ან ნებისმიერი სხვის.

„ქართული ოცნება“ არის უნიკალური ფენომენი, ე.ი. განვითარების მიხედვით, ყოველი შემდგომი ეტაპი იმაზე უარესია, ვიდრე წინამორბედი. როდესაც რაღაც მოცემულობა შეიქმნება და ფიქრობ, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს, მერე რაღაც ხდება, რომელიც წინას შედარებით აკეთილშობილებს. ასეა ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიაც. ირაკლი ღარიბაშვილს პირადად ვიცნობ და მასთან ურთიერთობაც მქონდა. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ურთიერთობებში, ის თვისებები ჰქონდა (ყოველ შემთხვევაში ავლენდა), რომელიც მე ამჟამინდელ პრემიერთან ურთიერთობებში, ვერ დავინახე. ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანისთვის დამახასიათებელ ემოციებს [ავლენდა]“, - განაცხადა ყიფიანმა.

გარდა ამისა, ყიფიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთობანას თამაში მოჰბეზრდა, რადგან ეს მას უკვე „დისკომფორტს უქმნიდა“.

„ჩემი აზრით, მმართველ ჯგუფს რაღაც მომენტში მოჰბეზრდა დასავლეთობანას თამაში, ვინაიდან ეს უკვე მას კონკრეტულ დისკომფორტს უქმნიდა… მე ამას ავხსნიდი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების სურვილით, შესაბამისად, ნებისმიერი იარაღი, ინსტრუმენტი, მათ შორის საინფორმაციო, ჰიბრიდული ხასიათის, რომელიც ამ მიზნის მიღწევას გამოადგება და ჩვენ ვხედავთ, რომ ამას არა თუ იყენებენ, არამედ საკმაოდ წარმატებულადაც იყენებენ“, - აღნიშნა ყიფიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე