ლევან ხაბეიშვილი - 150 მილიონი დოლარის შეგროვება დაევალა ირაკლი ქარსელაძეს ბიძინასთვის - თუ იურჩებენ, საგამოძიებოები და „მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც“ მზადყოფნაშია

150 მილიონი დოლარის „შეკრება - შეგროვება“ დაევალა ირაკლი ქარსელაძეს ბიძინასთვის - თუ იურჩებენ, ამისთვის საგამოძიებოები და „მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც“ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ირაკლი ქარსელაძე თანხას თავის ყოფილ სამინისტროში აგროვებს“.

„150 მილიონი დოლარის „შეკრება - შეგროვება“ დაევალა ირაკლი ქარსელაძეს - ბიძინასთვის, თავის ყოფილ სამინისტროში. მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ა.შ. „ოფშიაკისთვის“ ფულის აგროვება დაწყებულია და თუ იურჩებენ, ამისთვის საგამოძიებოები და მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც მზადყოფნაშია. ტყუილად მოთქვამთ და წუწუნებთ! ან „ქეშს“ დაუთრევთ ივანიშვილს ან… ან გზები იცით, სადაც მიდის,“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს