გია ვოლსკი - მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, მადლობა ღმერთს, რომ არსებობს რესურსი, არავის არაფერი შეარჩინო - ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ ვინმემ დაუშვას ასეთი გადაცდომა, არ ექნება არანაირი შენდობა, თუ წითელ ხაზს გადასცდება

არასწორია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფმა ადამიანებმა თავიდანვე შექმნეს კორუფციული სისტემა - სისტემურობას აქ ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას და მისივე მოადგილის დაკავებას.

ვოლსკის თქმით, არც ერთ ადამიანს არ ექნება არანაირი შენდობა, რაც არ უნდა უშველებელი სიკეთე გააკეთოს ქვეყნისთვის, თუკი წითელ ხაზს გადასცდება.

„მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, ვერ იქნება და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ის რესურსი, რომ არავის არაფერი შეარჩინო, მათ შორის, არც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ დაუშვას კიდევ ასეთი გადაცდომა, მაგრამ ჯერჯერობით გამოძიებას უნდა ვაცადოთ ზუსტი დასკვნები გააკეთოს, მტკიცებულებათა ერთობლიობა წარმოადგინოს სასამართლოში, ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რაც უკვე განხილულია, ამაზე ზომები მიღებულია. დამტკიცებულია, რომ გარკვეული თანხები იყო უკანონოდ მითვისებული, დამტკიცებულია თანამდებობასთან შეუფერებელი საქციელი და ესე მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში, არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ კორუფციამ ფრთები არ გაშალოს.

არ ექნება არანაირი შენდობა არც ერთ ადამიანს, რაც არ უნდა უშველებელი სიკეთე გააკეთოს ქვეყნისთვის, თუკი გადასცდება იმ წითელ ხაზს, რომელიც გავლებულია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კარგად მოვისმინეთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ჩანს, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ეს ეტაპი განპირობებული იყო იმით, რომ ასეთი ნიშნები შეიმჩნეოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ნიშანი არა მარტო შეიმჩნევა, არამედ დადასტურდა კიდეც. რა მოხდება საბოლოო ჯამში, რა დასკვნებს დადება გამოძიება, ამას ყველა ერთად მივადევნებთ თვალ-ყურს.

არასწორია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფმა ადამიანებმა თავიდანვე შექმნეს კორუფციული სისტემა. პირიქით, ქვეყანა თუ გადარჩა, გადარჩა სწორედ იმით, რომ სწორი მართვის სისტემა ჩამოყალიბდა, გინდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, გინდ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. შედეგი მივიღეთ - საერთაშორისო დონეზე ჩვენი შეფასება არის უმაღლესი, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის საკითხებთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე ვიღაცამ არ დაუშვა [გადაცდომა]. ეს არ არის საქართველოს მახასიათებელი მხოლოდ. სამწუხაროდ, ეს ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ ადეკვატური რეაგირებაა საჭირო. ასე რომ სისტემურობას აქ ადგილი არ აქვს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. გამოძიების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლიც გაიჩხრიკა. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საქმეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე