დავით სერგეენკო - თუ დავინახავთ, რომ გამოძიებაზე კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება კომისიის შექმნა, მაგრამ ახლა, თუნდაც, მცირე ხნით, გამოძიებას უნდა ვაცადოთ

თუ დავინახავთ, რომ გამოძიებაზე კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება კომისიის შექმნა, მაგრამ ახლა, თუნდაც, მცირე ხნით, გამოძიებას უნდა ვაცადოთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალადობაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მარტივი პროცედურით ხდება, თუ სამართალდამცავების მიერ გამოძიებული შედეგები არგუმენტირებულად არ იქნება მისაღები, ასეთ შემთხვევაში, იქმნება კომისია. ახლა მიმდინარეობს პროცესი, გუშინდელი მდგომარეობით 27 ადამიანი იყო პატიმრობაში და 100-მდე ადამიანს წაყენებული ჰქონდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ ძალადობაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს ადეკვატურად და გარდაუვლად“, - განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა