ეკატერინე ტიკარაძე - „ფაიზერის“ 250 000 დოზა იქნება გამოტანილი სლოტად - გავხსნით 20-დღიანი ჯავშნების შესაძლებლობას

იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იმის სარწმუნოება, რომ არ არის საჭირო პირველივე წუთებში რეგისტრაცია, 250 000 „ფაიზერის“ დოზა იქნება გამოტანალი სლოტად - ჩვენ გავხსნით 20 - დღიანი ჯავშნების შესაძლებლობას , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაშთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს არსებული 108 ბრიგადით აქვთ საშუალება, რომ 180 000-ზე მეტ ადამინს 20 დღის განმავლობაში შეძლონ და დაუკმაყოფილონ მოთხოვნა.

„რაც შეეხება „ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაციას, იცით, რომ მიწოდება ჩვენ ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი გვაქვს. ასევე მოცვა, რომელიც დღესდღეობით ამცრელი ბრიგადების საშუალებით გვაქვს, არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს ვაქცინების ადმინისტრირება. მოგვიანებით დაავანონსებთ როდის გაიხსნება ეს ფანჯარა გამტანუნარიანობისთვის.

იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იმის სარწმუნოება, რომ არ არის საჭირო პირველივე წუთებში რეგისტრაცია, 250 000 „ფაიზერის“ დოზა იქნება გამოტანალი სლოტად - ჩვენ გავხსნით 20-დღიან ჯავშნების შესაძლებლობას.

ამ ეტაპისთვის მხოლოდ „ფაიზერისთვის“ არის მობილიზებული 108 ბრიგადა. იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება მოთხოვნდა და სად იქნება მეტი მოთხოვნა, ჩვენ გვაქვს საშუალება, გამტანუნარიანობა როგორც სამუშაო საათების დამატებით, ასევე ბრიგადების დამატებით გავზარდოთ და სამი დღის მანძილზე უკვე შეგვიძლია დამატებითი დოზები შევთავაზოთ მოქალაქეებს.

დღეს არსებული 108 ბრიგადით გვაქვს საშუალება, რომ 180 000-ზე მეტ ადამინს 20 დღის განმავლობაში შევძლოთ და დავუკმაყოფილთ მოთხოვნა. შემდეგ მხოლოდ თბილისის მაშტაბით დამატებული 50%-იანი ბრიგადების რაოდენობით ჩვენ შეგვიძლია გამტანუნარიანობა გავრზარდოთ 211 000-მდე, ხოლო რეგიონების მასშტაბით საჭიროების და გაზრდის შემთხვევაში უკვე 254 000 ფაიზერის დოზის გამტარობის შესაძლებლობა გვაქვს მხოლოდ 20 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, შესყიდვებით განხორციელებული „ფაიზერის“ მოწოდება „ფაიზერის“ მხირდან ყოველკვირეული რეჟიმით, უწყევტად გაგრძელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს