2 საათში „ფაიზერზე“ 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა

12:00 საათიდან ამ დრომდე, „ფაიზერზე“ დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პირველი 10-15 წუთი, დიდი ნაკადის გამო, რეტისტრაციის საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო.

„12:00 საათიდან ამ დრომდე "ფაიზერზე" დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე. დიდი ნაკადის გამო, პირველი 10-15 წუთი საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო, თუმცა ნახევარ საათში ეს პრობლემა სრულად მოიხსნა. ამჟამად საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ არის",-აღნიშნავს გაბუნია.

მისივე თქმით, booking.moh.gov.ge ახალ რეჟიმზე მუშაობს.

„საიტის მუშაობა გადაყვანილია ახალ რეჟიმზე. შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24 საათიან პერიოდს ითვალისწინებს. მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია, 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ აღარ იგზავნება შეტყობინება, შეტყობინება მითითებულ ნომერზე ჯავშნის დადასტურებით, 24 საათში მიიღებს ",- აღნიშნავს გაბუნია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა