თამარ გაბუნია - დიდი მუშაობა მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებაზე, დაემატა პედიატრიული ადგილებიც

დიდი მუშაობა მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებაზე, დაემატა პედიატრიული ადგილებიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური სურათი ძალიან საყურადღებოა.

„დიდი მუშაობა მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებაზე. რთულია დიდი ნაკადების მართვა, თუმცა, მაქსიმალურად მობილიზებულია ჰოსპიტლებიც და გადაუდებელი დახმარების სამსახურიც იმისთვის, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში დაყოვნება მინიმალური იყოს. პედიატრიული ადგილებიც დაემატა და კიდევ დაემატება, კოვიდსასტუმროების ადგილებიც მოიმატებს.

6 ათასს აღემატება ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები, დაახლოებით 1000-მდე საწოლია კოვიდსასტუმროებში, რომელიც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში დაემატა. აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მობილიზება“, - აღნიშნავს გაბუნია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს