გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატზე - მესმის, რომ სენსაციები ძალიან გიყვართ ჟურნალისტებს, მაგრამ არანაირ სახელსა და გვარს არ დავასახელებ

მესმის, რომ სენსაციები ძალიან გიყვართ ჟურნალისტებს, მაგრამ არანაირ სახელსა და გვარს არ დავასახელებ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას თბილსის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

გახარია განმარტავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არანაირ ალიანსსა და კოალიციაში შესვლას არ აპირებს.

„როდესაც თბილისის მერზე ან მერობის კანდიდატზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. რეგიონალური არჩევნების ჭრილშიც, რა თქმა უნდა, თბილისის მერის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. არანაირ ალიანსებში და კოალიციებში შესვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის ახლა, პარალელურად მიმდინარეობს, როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად, თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისათვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“, - აცხადებს გახარია.

კითხვაზე, იქნება თუ არა თვითონ თბილისის მერობის კანდიდატი, ან არჩილ არველაძე, გახარია განმარტავს, რომ სახელსა და გვარს არ დაასახელებს.

„მე მესმის, რომ სენსაციები ძალიან გიყვართ ჟურნალისტებს, მაგრამ არანაირ სახელსა და გვარს არ დავასახელებ. ამ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი, იმ მიზნის მისაღწევად, რომ როგორმე თავი დავაღწიოთ ამ მოჯადოებულ წრეს. მე არ მომწონს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, უმრავლესობას არ მოსწონს ის ქაოსი, რაც დღეს ხდება - ლანძღვა, გინება, ცემა - ტყეპა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართული პოლიტიკა სამწუხაროდ, შინაარსისგან დაიცალა. ახლა, უკვე მოქალაქის ინტერესებისგანაც დაიცალა. ამიტომ, ჩვენ ქართულ პოლიტიკაში ჯერ საქართველოს მოქალაქე ცენტრში უნდა დავაბრუნოთ და შემდეგ შინაარსიც უნდა დავუბრუნოთ“, - აცხადებს გახარია.

ამასთან, გიორგი გახარიამ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატურას სხვის სასარგებლოდ არ მოხსნის, თუკი ასეთი საკითხი დადგა დღის წესრიგში.

„არა, არ ვუშვებ ასეთ ალბათობას. პარტია „საქართველოსთვის“ ეყოლება მერობის თავისი კანდიდატურა, ღირსეული, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს წარმატებული და ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის და არა ისეთ რეჟიმში, როგორც ახლა ხდება, ლანძღვა-გინებით და ერთმანეთზე ან ბოროტების დაბრალების, ან კიდევ რაღაცა“, - აცხადებს გახარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა