თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელი ტექნიკური ხარვების გამოა გაჩერებული.

მათივე ინფორმაციით, ზუსტად როდის აღდგება მოძრაობა ამ ეტაპზე უცნობია.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და ხარვეზის გამოსწორებას ცდილობს.

„ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტის ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო მოძრაობა გაჩერებულია. საჭირო გახდა მატარებლის გაჩერება, ადგილზე მობილიზებულია ჯგუფი და მიმდინარეობს ხარვეზის გამოსწორება. საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. ზუსტად როდის აღდგება მოძრაობა, ამ ეტაპზე უცნობია“, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა