მერიის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით 2 პირი დაჯარიმდა

თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია 2 პირი, თითოეულ მათგანს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები, დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მასშტაბით გუშინ პლაკატები გამოჩნდა წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. ბანერებზე გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.]

იხილეთ ვიდეო: "ნაცმოძრაობის", აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრისთვის 2 პირი დაჯარიმდა

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა