საგამოძიებო კომისიის დასკვნით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება.

როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებზე, თუმცა, დადგინდა, რომ ანგარიშებში შესაბამისი მონაცემები, თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოდგენილია არა ფაქტის, არამედ მხოლოდ ვარაუდის სახით, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები“, - ნათქვამია დადგენილების პროექტში, რომელიც საგამოძიებო კომისიამ მუშაობის შედეგად შეიმუშავა.

ამასთან, კომისიის შეფასებით, არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში.

„საპარლამენტო არჩევნების, წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოძიების, გაანალიზებისა და დამუშავების შედეგად დადასტურდა ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კუნკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით. დადასტურდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცესკო-მ საარჩევნო უბნებზე კოვიდუსაფრთხო გარემო უზრუნველყო, ხოლო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში“, - ნათქვამია დადგენილების პროექტში, რომელიც საგამოძიებო კომისიამ მუშაობის შედეგად შეიმუშავა.

იხილეთ ვიდეო:

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის