გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამაში” ცვლილებები შედის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამაში” ცვლილებები შედის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა, უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის და წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა.

„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამას“ ორი ახალი მიზნობრიობა ემატება, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას გულისხმობს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურეობის შემთხვევაში, თანადაფინანსება შეადგენს 80% -ს და არაუმეტეს 15,000 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემთხვევაში - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების 70% -ს და არაუმეტეს 750 ლარს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა