არმაზ ახვლედიანი საგამოძიებო კომისიას - ფიქრობთ, რომ ეს განხილვა და მსჯელობა საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნების მიმართ უნდობლობა, ოდნავ მაინც შემსუბუქდეს?! - უნდობლობის ნაპრალი კატასტროფულად იზრდება

ფიქრობთ, რომ ეს განხილვა და მსჯელობა საკმარისია იმისთვის, რომ უნდობლობა, რომელიც არსებობს საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან არჩევნების მიმართ, ოდნავ მაინც შემსუბუქდეს, შეიცვალოს?! - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა არმაზ ახვლედიანმა მართველი პარტიის წევრებს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ უნდობლობის ნაპრალი „კატასტროფულად იზრდება“.

„ფიქრობთ, რომ ეს განხილვა, მსჯელობა, მოწონება თქვენი ანგარიშის საკმარისია იმისთვის, რომ უნდობლობა, რომელიც არსებობს საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან არჩევნების მიმართ, თქვენი ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების მიმართ, ოდნავ მაინც შემსუბუქდეს, შეიცვალოს?! მე ვფიქრობ, რომ ასე არ არის და სწორედ აქ რჩება მთავრი პრობლემა. პრობლემა, რომელიც ასეთი დამოკიდებულების გამო კიდევ უფრო დიდ პრობლემად გადაიქცევა. ძალიან ვწუხვარ და ვხდები, რომ არც ერთი არსებითი დასკვნა გაკეთებული თქვენს მიერ არ არის. მე ჩემ თავზე ვიწვნიე, არერთგზის, არჩევნების დროს, რას ნიშნავს ადმინისტრაციული რეპრესიული მანქანა და ყველაფერი საკმარისად კარგად ვიცი. ამიტომაც ძალიან ვწუხვარ და დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ უნდობლობის ნაპრალი კატასტროფულად იზრდება“ , - განაცხდა ახვლედიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი