ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისია იყო ამაო გარჯა - ისედაც ვთქვით, რომ როგორც გვეგონა, იმ მასშტაბით არ გაყალბებულა არჩევნები

საგამოძიებო კომისია იყო ამაო გარჯა - ისედაც ვთქვით, რომ როგორც გვეგონა, იმ მასშტაბით არ გაყალბებულა არჩევნები, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რატომ დაიხარჯა ამდენი დრო და ენერგია საგამოძიებო კომისიაზე.

„ჩვენ, პოლიტიკოსებს, ვისაც საკუთარი შეცდომების აღიარება შეგვიძლია მალევე ვთქვით ეს, მე პირადად, როცა მოლაპარაკების რაუნდების დროს „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა გადავთვალოთ შედეგებიო და ყველამ თავი შეიკავა გადათვლაზე, მივხვდი, რომ გაყალბების მასშტაბები არ იყო ისეთი დიდი როგორიც გვეგონა. ოპოზიციამ ვერ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომ მასშტაბურად იყო არჩევნები გაყალბებული", - განაცხადა ელისაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება