ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, 5 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან „ძალიან საეჭვო პასიურობას აქვს ადგილი“

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, 5 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ძალიან საეჭვო პასიურობას აქვს ადგილი.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მოძალადეების სრული წრის დადგენას და გამოძიების პროცესის სწრაფად წინ წაწევას არ ცდილობს.

„ეს ძალიან საეჭვოდ იწელება. საზოგადოების მხრიდან უნდა გაგრძელედეს მუდმივი წნეხი, კრიტიკა, რათა სასჯელის გარეშე არც ერთი მოძალადე არ დარჩეს", - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს