ვაქცინაციის პორტალზე „ფაიზერის“ ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო, თუმცა ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინის დოზები ერთი კვირის განმავლობაში დაემატება

ვაქცინაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე „ფაიზერის“ ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში ადგილების მნიშვნელოვანი მატება განხორციელდება.

ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინების დოზების დამატებისთვის მზადება მიმდინარეობს.

„ფაიზერის“ დოზები მუდმივად, ყოველდღიურად ემატება. მზადდება ადგილების მნიშვნელოვანი მატება ერთი კვირის განმავლობაში“, - განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, booking.moh.gov.ge-ზე ამ დროისთვის „ფაიზერის“ არცერთი დოზა განთავსებული არ არის. საიტის მონაცემებით, „სინოვაკის“ 91 706 დოზაა გამოტანილი, „სინოფარმის“ - 106 974 დოზა, ხოლო „ასტრაზენეკას“ – 19 743 დოზა.

იხილეთ ვიდეო: ერთი კვირის განმავლობაში "ფაიზერზე" ადგილების დამატება მოხდება

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს