რიკ დემსი - პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, თქვენ ვერასოდეს გამართავთ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვით გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ

პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, თქვენ ვერასოდეს გამართავთ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვით გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა განაცხადა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევას, ოკუპირებულ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებულ მემკვიდრეობაზე ევროპის საბჭოში.

„ცხადია, განვიხილეთ უამრავი საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, საქართველოს პრემიერის ინიციატივა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის შესახებ, ტრიოს ფორმატი მოლდოვასთან და უკრაინასთან. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს თავმჯდომარეობა , რაც გახლდათ ერთ – ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპის საბჭოში", -განაცხადა რიკ დემსმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ნამდვილად დიდ პროგრესს განიცდის და მთავარი საკითხი, რომელიც ევროსაბჭოს და საპარლამენტო ასამბლეას აინტერესებს არის ის, რომ ქვეყანა დარჩეს და უფრო და უფრო შორს წავიდეს პანევროპული და ევროპული საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოში ემოციების დეესკალაციას. მე მაქვს განცდა, რომ ემოციები კლებულობს. ეს პოლარიზაცია უნდა შემცირდეს. თქვენ ვერასოდეს გამართავთ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვით გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ პრობლემის ნაწილად დარჩენის ნაცვლად, ვიყოთ გადაწყვეტილების ნაწილი. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ პროგრესს მივაღწევთ, რადგან ურთიერთობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის განსაკუთრებულია ჩვენ უნდა მოვახდინოთ დეესკალაცია და ასეც გავაკეთებთ", - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა