გიორგი მარგველაშვილი - საქართველო იქნება ქართველების ხელით გაკეთებული რუსული გუბერნია, კონკრეტული პერსონები ატრიალებენ ქვეყნის საჭეს და ჩრდილოეთით მიაქანებენ - მარტივია სახელობითი სანქციები

საქართველო იქნება ქართველების ხელით გაკეთებული რუსული გუბერნია - კონკრეტული პერსონები ატრიალებენ ახლა ქვეყნის საჭეს და მიაქანებენ ჩრდილოეთით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ ბრძოლაში ის პოლიტიკურ ასპარეზზე იქნება.

„ბუნებრივია, მე ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და აქტიურ კონსულტაციებში ვარ პოლიტიკოსებთან. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყოველთვის წარმატებული კონსულტაციებია, მაგრამ მე კონსულტაციებში ვარ და ღია ვარ ხოლმე. ახლა ბრძოლაა, როცა ჩვენი ქვეყნის კურსს ცვლიან და გუბერნიად უნდათ გამოაცხადონ. რომელიმეს თუ ჰგონია, რომ ამ გუბერნიას რუს „ნამესტნიკს“ ვარანცოვს დაუნიშნავენ, როგორც მაშინ იყო, ეს ძალიან გეშლებათ. ამას ქართველებს გააკეთებინებენ, ქართველების ხელით გაკეთებული რუსული გუბერნია იქნება. არ გეგონოთ, რომ აქ ვარანცოვი ჩამოვა და ოპერის თეატრს და გოლოვინის „პროსპექტს“ ააშენებს. ბუნებრივია, როდესაც ასეთი დრამატული თავხედობა განიზრახა რაღაც ჯგუფმა, რომ უზურპაცია მოახდინოს და რუსეთის ზურგგამაგრებულმა წაიყვანოს ეს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ვიქნები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლაში ქართული ოპოზიციის მეშვეობით ბევრი მოქალაქე ჩაერთვება. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც რაღაც მომენტში გაიაზრებენ იმ დიდ ვალდებულებას, რაც თავისი წინამორბედების მიმართ აქვთ და მიიღებენ ადეკვატურ ზომებს. მარტივია - სახელობითი სანქციები, მათთვის, ვისაც მიჰყავთ ეს ქვეყანა რუსეთისკენ! კონკრეტული პერსონები ატრიალებენ ახლა ქვეყნის საჭეს და მიაქანებენ ჩრდილოეთით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა