ნათია თურნავამ კორპორაცია „ტოიოტა თსუშოს“ წარმომადგენლებთან საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონური კორპორაციის „ტოიოტა თსუშოს“ (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კორპორაცია, რომელიც „ტოიოტა ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა.

შეხვედრაზე მინისტრმა იაპონელ სტუმრებს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო და საქმიანი გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს არაერთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ორმხრივი ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად განვითარებისთვის.

შეხვედრაზე „ტოიოტა თსუშოს” წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკითა და მათ შორის, ე.წ. „მწვანე წყალბადის“ წარმოებით. ითქვა, რომ ამ მხრივ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

“იაპონიის მსხვილი კორპორაციები ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოთი ინვესტირების განხორციელების მიმართულებით. სწორედ საინვესტიციო გეგმებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრაც. „ტოიოტა ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე უკვე არის წარმოდგენილი. თუმცა შესაძლოა, ეს კომპანია ასევე გახდეს ინვესტორიც, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოებით. ჩვენ ამ ინოვაციურ მიმართულებას ვავითარებთ და ვფიქრობთ, რომ საპილოტე პროგრამის განხორციელებას შევძლებთ,“ - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, „ტოიოტა თსუშო“ იაპონიის უდიდეს სავაჭრო კომპანიებს შორისაა და ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ქარხნების მშენებლობა, ენერგეტიკის განვითარება, ფინანსები, ლოგისტიკა და სხვ. ელჩის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს პარტნიორი სამომავლო ბიზნეს-ურთიერთობებში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

ამასთან , იაპონელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ, რომელიც მცირე ხნის წინ ამოქმედდა.

„იაპონიის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს იაპონური კომპანიების ამ აქტივობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი - საქართველოში. შეხვედრაზე დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი პერსპექტივა, იდეა და, ასევე, ამ იდეების უახლოეს მომავალში განხორციელების გზები“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

იხილეთ ვიდეო: ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იაპონური კორპორაციის "ტოიოტა თსუშოს" დელეგაციას შეხვდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა