ალეკო  ელისაშვილი - სიცანცარეა, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს - “გამოდით პარლამენტიდან” - რა ხდება მერე? შერცხვება ივანიშვილს ან კობახიძეს, გაწითლდებიან?

ეს არის სიცანცარე, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს - “აი, გამოდით” და რა ხდება მერე? - შერცხვება ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი კობახიძეს, გაწითლდებიან? და მერე რა მოხდება?!- ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ მათ პარლამენტი უნდა დატოვონ.

კითხვაზე: დარჩენის შემთხვევაში რა მოხდება, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმას მაინც წამოაძახებენ, რომ უპასუხისმგებლოები არიან, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“.

„გუშინ ვისმენდი - „არიქა, გამოდით პარლამენტიდან“, მაგრამ ცხელ გულზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი არის ხოლმე შეცდომა. ამ კითხვის ადრესატები ჩვენ არ ვართ, ჩვენ ჩვენი მემორანდუმით შემოვედით პარლამენტში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა აქედან გასვლა იქნება ძალიან ნაჩქარევი, ვინც ამას ფიქრობს.

ჯაფარიძის გასვლაც არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ერთადერთი რამ არის გამოსავალი, რომ არჩევნები რომ მოვა, მოსახლეობამ მხარი არ უნდა დაუჭიროს არც ერთ მავნებელ პარტიას, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. სანამ ეს ორი პარტია იქნება ძირითადი მოთამაშე, მანამ ვიქნებით თავჩაქინდრულები და ასეთი შეურაცხყოფილები. მათ ქვეყანა არ ადარდებეთ, იდენტური ქცევები აქვთ - როცა „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერს, მერე ნუღა გვიკვირს, რომ „ქართული ოცნება“ ასე იქცევა. ერთსაც და მეორესაც ფეხებზე კიდია ქვეყანა,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა