„მრავალეროვანი საქართველო“, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ანულირებას ეხმიანება

„მრავალეროვანი საქართველო“ უარყოფითად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ანულირებას. როგორც „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიიჩნევენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება და მისი კეთილსინდისიერი შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლარიზების შემცირების, პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისა და არსებულ საგარეო გამოწვევებთან გასამკლავებლად.

განცხადების თანახმად, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ხელშესაწყობად, ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის მეგობრების, საერთაშორისო პარტნიორების მიერ პოლიტიკური კრიზისის მედიაციის პროცესში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევა და ჩართულობა.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, შეთანხმების დაკნინება ან/და გაუქმება, უპირველეს ყოვლისა, ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და საერთაშორისო იმიჯს, ასევე საფრთხეს უქმნის მის სანდო პარტნიორად აღქმას.

შესაბამისად, „მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს:

- მმართველ პარტიას - პასუხისმგებლობით მოეკიდოს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

- ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ცალკეულ დეპუტატებს - ხელი მოაწერონ 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას;

- ხელშეკრულების ხელმომწერ პოლიტიკურ სუბიექტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს - გამოიჩინონ მოთმინება და გონიერება და მიიღონ ყველა ზომა იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ პოლიტიკური პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ კალაპოტში დაბრუნებას.”, - ნათქვამია „მრავალფეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა