დიდუბის გამგეობამ ასფალტის საფარი 22 281 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა

დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის განმავლობაში, 45 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 22 281 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდა, როგორც თბილისური ტიპის ეზოებში, ასევე შიდა კვარტალურ გზებზე.

მათივე ცნობით, ასფალტის საფარი 32 თბილისური ტიპის ეზოსა და 13 შიდა კვარტალურ გზაზე მოეწყო.

პროექტის მიხედვით, ასფალტის დაგებასთან ერთად, ყველა მისამართზე მოწესრიგდა დაზიანებული ტროტუარი და ბორდიური.

მსგავსი ტიპის პროექტებისთვის 2021 წლის ბიუჯეტიდან 1 030 000 ლარი გამოიყო.

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა