გიორგი გახარიას განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალი საბანაძე მის გუნდს შეუერთდება და საერთაშორისო მრჩეველი იქნება

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალი საბანაძე მის გუნდს შეუერთდება და საერთაშორისო მრჩეველი იქნება.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ფაქტი მისი გუნდის გაძლიერებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ნატალი საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან - ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი, როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით რეპუტაცია. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. მან პოსტი 21 მარტს დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა