გიორგი გახარია მერობის კანდიდატზე - როდესაც დავაყენებთ ჩვენს კანდიდატს, ყველა ნახავს, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით

მმართველმა ძალამ იქამადე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს თბილისის მერი არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ მერის არჩევას, არ ნიშნავს მხოლოდ, ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას, სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც თითოეულ ამ კანდიდატს უკან მოჰყვება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარია არ აკონკრეტებს თუ ვინ იქნება პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი.

„ჩვენი მერობის კანდიდატის შესახებ გაიგებთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ჩვენ ვთქვით, რომ დროს სრულად გამოვიყენებთ. ერთი მხრივ, პარტიულ ინფრასტრუქტურას ვალაგებთ და მეორე მხრივ, ვემზადებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პარტიებს, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ ათწლეულობის განმავლობაში დალაგებული პარტიული იერარქია აქვთ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათთვის მარტივია. ჩვენ, ახლა, პარალელურად ამას ვაკეთებთ“, - აცხადებს გახარია.

აქვს თუ არა თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის მოლოდინი, გახარია პასუხობს, რომ ახლა ამაზე საუბარი მარჩიელობაა.

„ჰიპოთეზურ მარჩიელობას ვაკეთებთ, ხომ?! როდესაც დავაყენებთ ჩვენს კანდიდატს ყველა ნახავს, რომ მეორე ტური თუ იქნება, იმ მეორე ტურში ჩვენც ვიქნებით. ამიტომ, ახლა, აქ, კალაძეს დაუჭერ მხარს, თუ მელიას... ერთი რამ მინდა გითხრათ, მიუხედავად ჩემი პერსონალური სიმპატიებისა და ანტიპატიებისა მმართველმა ძალამ იქამადე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს, თბილისის მერი არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ მერის არჩევას. არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთი, კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც თითოეულ ამ კანდიდატს უკან მოჰყვება და ეს სამწუხაროდ, ავიწროებს, როგორც ჩემი, რიგითი თბილისელის უფლებას გავაკეთო სწორი არჩევანი მერის არჩევის დროს, იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახდა ეს ყველაფერი. ამიტომ, თავს შევიკავებ დღეს“, - აცხადებს გიორგი გახარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა