გიორგი ვაშაძე - დეპუტატებთან შედით, არც ერთ მათგანს ჩვეულებრივ ნომერზე არ უსაუბრია არცერთხელ, ბოლო წლების მანძილზე - ეს არის უბედურება

ჩვეულებრივ ნომერზე, არა სიგნალზე და „ვოთსაფზე“ ბოლოს როდის ვილაპარაკეთ? - ეს არის უბედურება, როცა ასე ვცხოვრობთ, რომ შეიძლება სუს-მა ჩამიწეროს ჩემს ბავშვთან საუბარი, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან უკანონო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, დეპუტატებს დიდი ხანია ჩვეულებრივ ნომერზე ერთმანეთთან არ უსაუბრიათ.

„დეპუტატებთან შედით, არც ერთ მათგანს ჩვეულებრივ ნომერზე არ უსაუბრია არცერთხელ, ბოლო წლების მანძილზე. სმს-ებსაც კი არ უგზავნიან ერთმანეთს. რატომ იცით? - იმიტომ, რომ არ უნდათ მოუსმინონ, პირად ცხოვრებას, ოჯახურ ცხოვრებას რომ განიხილავ, ამასაც კი უსმენენ. ნამდვილად არ მინდა ჩემი და ჩემი მეუღლის საუბარი მოისმინოს სუს- მა და ხან რითი ვსაუბრობთ, ხან რითი. თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს რეალობა არ არის, კი ბატონო - „ვოთსაფი“, „ვაიბერი“, „მესენჯერი“, რა ვიცი ძალიან ბევრია, აპლიკაციების 90 პროცენტი, მათ შორის თქვენც და მათაც, ვინც ამ დარბაზში ზის „ქართული ოცნების“ მხრიდან, დაყენებული აქვს იმისთვის, რომ ხან ერთით ილაპარაკოს, ხან მეორეთი, ხან მესამეთი, რომ სუს- მა არ მოუსმინოს. ეს უნდა დავამთავროთ, ეს არის უბედურება, როცა ასე ვცხოვრობთ, რომ შეიძლება სუს-მა ჩამიწეროს ჩემს ბავშვთან საუბარი, ეს არის ამაზრზენი უბედურება, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, რომ ჩემი უფროსი ბიჭი შუათანას ან უმცროსს რომ ეჩხუბება და უმცროსი რომ შეიძლება მირეკავდეს, ისიც კი „ვოთსაფით“ მირეკავს უკვე. ასე ცხოვრობს ხალხი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა