თეონა აქუბარდია - კვლევითაც დადასტურდა, რომ 43%-ს „ქართული ოცნება“ ვერანაირად ვერ აიღებს და რიგგარეშე არჩევნები არის გარდაუვალი

აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 43%-ს „ქართული ოცნება“ ვერანაირად ვერ აიღებს და რიგგარეშე არჩევნები არის გარდაუვალი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ IRI-ის ახალი კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოება სიახლეებს ითხოვს, სწორედ ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „სტრატეგია აღმაშენებელი“ სიახლეზე იქნება ორიენტირებული.

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას სურს სიახლეები. ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება სიახლეზე ორიენტირებული, საზოგადოების საჭიროებაზე ორიენტირებული. როდესაც ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს რადიკალიზაციას და პოლარიზაციას, ორპოლუსიანობის ნიშნით დაყოს საზოგადოება და განწყობები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საზოგადოების ნდობა მოვიპოვოთ და სწორედ ის სიახლე შევთავაზოთ ამომრჩეველს, რომელიც სჭირდება რეალურად. შესაბამისად, აღნიშნული კვლევითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ 43%-ს „ქართული ოცნება“ ვერანაირად ვერ აიღებს და რიგგარეშე არჩევნები არის გარდაუვალი მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. „ქართული ოცნება“ მიიღებს იმ შედეგს, რომელიც, მათ შორის, ამ კვლევიდანაც ძალიან კარგად ჩანს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, არჩევნებისადმი ნდობა მოსახლეობაში შემცირებულია.

„მნიშვნელოვანია ნდობა არჩევნებისადმი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე აბსოლუტურად გაფლანგა და სწორედ ამას ემსახურება შარლ მიშელის შეთანხმებაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გააუქმა. მთელი ეს პროცესები, რომელიც მიმდინარეობს დღეს, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის ექვსთვიანი ვადით არჩევა და მათ შორის, ძალადობრივი ქმედებები და ის წაქეზება, რომელიც 5 ივლისიდან მოყოლებული ვხედავთ, არ ტოვებს დიდი მოლოდინს იმისა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი მიუხედავად შარლ მიშელის შეთანხმებისა. ერთი მხრივ, ძალიან ბევრია დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, რომლის იმედიც უმეტესობას არ აქვს და მეორე მხრივ, ძალიან ბევრია დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე. „სტრატეგია აღმაშენებელი“, გააკეთებს ყველაფერს, რომ ის საჭიროებები, რომელიც არის ხალხის, ამაზე გვქონდეს აქცენტები საარჩევნო კამპანიაში. ის სიახლეები, რომელიც სჭირდება ხალხს, ამ სიახლეებს ჩვენ შევთავაზებთ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი