ლევან ვასაძე ვარაუდობს, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესება შესაძლოა, „გარე ზემოქმედების შედეგი“ იყოს

პარტია „ერის“ ლიდერი ლევან ვასაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გარე ზემოქმედების შედეგი იყოს. როგორც ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, საეჭვოა ის ფაქტი, რომ მას უიშვიათესი დაავადებები პოლიტიკაში შესვლის დროს გამოუვლინდა. ამასთანავე, ვასაძემ აღნიშნა, რომ დაინტერესების შემთხვევაში მზად არის საქართველოს პროკურატურას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები გადასცეს.

„რადგან მე მაქვს მაღალი ნიშნები მრავალჯერადი მიელომის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის არის შედეგი გარე ზემოქმედების. უცნაურია, რომ მე აბსოლუტურად ჯანმრთელი ცხოვრებით მაცხოვრებელი კაცი, სპორტსმენი, რომელსაც არასდროს არაფერი მაწუხებდა, ვთამაშობდი რაგბს ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, ჩემი ხელით ვაშენებდი ფერმას და ვთიბავდი ბალახს, არაფერს ისეთს არ ვსვამდი და არ ვეწეოდი და ყოველთვის ვიყავი სპორტული ცხოვრების მიმდევარი, დავავადდი ამ უიშვიათესი დაავადებით სწორედ პოლიტიკაში შემოსვლის დროს. მე ვერაფერს დავამტკიცებ, ვერც ჩვენი სახელმწიფო, თუმცა წესრიგისათვის, თუ პროკურატურას დააინტერესებს ჩემი დიაგნოზებისა და ანალიზების ქრონიკა, მე ყველა საბუთები მაქვს,“- განაცხადა ვასაძემ.

ამასთანავე, მან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ კვლევების შედეგად AL ტიპის ამელოიდოზი უკვე დაუდასტურდა, რაც მრავალთვიან ქიმიოთერაპიულ მკურნალობას საჭიროებს.

„თქვენ იცით, რომ უკვე ორი თვეა მე დამემართა ძალიან იშვიათი დაავადება, რომლის დადგენა და დიაგნოსტიკა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. ამჟამად ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამელოიდოზი, ის ჩნდება ძვლის ტვინში და იწვევს ტოქსიკური ცილების გამოყოფას, რომელიც ილექება სხვადასხვა ორგანოში და არის სიცოცხლისთვის სახიფათო, მე ამჟამად დაზიანებული მაქვს მხოლოდ გული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადება მსოფლიოში. გულის AL ტიპის შეძენილი ამელოიდოზი ემართება მილიონ ადამიანში 2 კაცს. ის არ არის გენეტიკური ჩემს შემთხვევაში, რაც ჩემთვის, როგორც მრავალშვილიანი მამისთვის, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას რამდენიმე თვე. გასულ კვირას მე უკვე ჩამიტარდა პირველი სეანსი ქიმიოთერაპიის. ეს არ არის სტაციონალური, არამედ არის ამბულატორიული რამდენიმეთვიანი პროცესი.

ასევე გაჩნდა ეჭვი მეორე დაავადებაზე, იმ დაავადებას ჰქვია მრვალჯერადი მიელომა და პირველი თუ ტოქსიკურ ცილებს გამოჰყოფს, მეორე ერჩის ჩონჩხსა და ძვლებს. ახლა ველოდებით დამატებით ანალიზებს, მჭირს თუ არა მიელომაც. თუ ისიც დამიდგინდა, ეს კიდევ უფრო იშვიათი შემთხვევაა,“- განაცხადა ვასაძემ, რომელიც მკურნალობას მოსკოვში გადის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის